ფეხბურთი

23:47 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის დახმარებით გრაცის „შტურმმა“ შინ „ჰარტბერგს“ 2:1 აჯობა და ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 22-ეწუთზე გახსნა ანგარიში და მიმდინარე წელს პირველი გოლი გაიტანა. ზოგადად, სეზონში ოთარის ანგარიშზე ავსტრიის ბუნდესლიგაში 11 მატჩი, 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

„შტურმს“ კარგი სეზონი აქვს და „ზალცბურგთან“ 28 ქულით ლიდერია, მაგრამ მე-14 ტურის მატჩს ზალცბურგელები 27 იანვარს ჩაატარებენ.

0.100957