ფეხბურთი

15:00 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ლამპარდს" დაითხოვს, მისი შემცვლელიც ცნობილია

ლონდონის „ჩელსი“ ფრენკ ლამპარდს დაითხოვს. ბრიტანული მედიის ცნობით, ეს გარდაუვალია და უახლოეს ხანებში ინფორმაცია ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

რა თქმა უნდა, ლამპარდის სასამსახურიდან გაშვების მიზეზი წარუმატებელი შედეგებია. „არისტოკრატებმა“ პრემიერლიგის ბოლო 8 ტურში 5 მარცხი განიცადეს და ლიდერ „მანჩესტერს“ 11 ქულით ჩამორჩებიან.

ლონდონურ კლუბს პრემიერლიგაში პირველი წრის შემდეგ 29 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილი უკავია.

ბრიტანეთში ვარაუდობენ, რომ ლამპარდს ტომას ტუხელი შეცვლის, რომელიც დეკემბერში „პარი სენ ჟერმენიდან“ გაათავისუფლეს და ამჟამად უმუშევარია.

0.113447