ფეხბურთი

21:59 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით"

კვიპროსის პირველი დივიზიონის 21-ე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ „აპოელს“ ეწვია და ნულოვან ფრეს დასჯერდა (0:0). ამ შეხვედრაში გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშეს, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი მოედანზე არ გასულან.

მატჩის შემდეგ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფრე სამართლიანი შედეგი იყო:

„კარგი თამაში იყო, სამართლიანი შედეგით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში გოლის გატანასთან ახლოს ვიყავით. მნიშვნელოვანია, რომ რთულ საგარეო მატჩში გოლი არ გავუშვით. შეგვეძლო გატანა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. როგორც ითამაშებ, ისეთ შედეგს მიიღებ. თავიდან ბურთს ვფლობდით, შემდეგ კი სისტემა შევცვალეთ. არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონობა დაკარგულია, დიდ სხვაობას ვერ ვხედავ და ყველაფერი ღიაა“, - აღნიშნა თემურმა.

აქვე გეტყვით, რომ ანორთოსისს 21 ტურის თავზე 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში კი 1 თებერვალს „კარმიოტისას“ დაუპირისპირდება.

0.115322