ფეხბურთი

15:50 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ატალანტამ" გვაჯობა, მაგრამ "მილანი" ძლიერია"

იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ატალანტასთან“ (0:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პიოლის განცხადებით, მეტოქემ მის გუნდს აჯობა, მაგრამ ამის მიუხედავად „მილანი“ ძლიერია.

„გაშვებული გოლების დროს უკეთ თამაში შეიძლებოდა. სამწუხაროა მეორე გოლი, რადგან შეიძლებოდა თამაშში ბოლომდე დავრჩენილიყავით. მათ გვაჯობეს, მაგრამ ჩვენც ძლიერები ვართ. ეს შეძილება მოხდეს, ძლიერი მეტოქე გვყავდა. უფრო მეტად უნდა გვჯეროდეს, რთული სეზონია, კონკურენტუნარიანი, ჩვენ აქ ვართ და თამაში გვინდა. „ატალანტა“ ჩვენზე უკეთესი იყო, ფიზიკურადაც გვაჯობეს. ყველაფერს ანალიზს გავუკეთებთ და შემდეგ მომდევნო თამაშზე ვიფიქრებთ.

ზამთრის ჩემპიონობა? ვიცით ჩვენი თვისებები, ვიცით, რომ დონე კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მეტოქე გუნდები ძალიან ძლიერები არიან“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, „მილანი“ „ატალანტასთან“ უშანსო მარცხის მიუხედავად, ზამთრის ჩემპიონი გახდა და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115213