ფეხბურთი

0:25 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" სერბი ნახევარმცველი დაიმატა

საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ სერბი ნახევარმცველი მილან რადინი დაიმატა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

რადინი „დინამოს“ თებერვალში შეუერთდება, რადგან ამჟამად სერბეთის სუპერლიგის გუნდების ნაკრებთან ერთად აშშ-ში შეკრებაზეა.

29 წლის ფეხბურთელი ბოლოს სერბული „ინდიჯას“ ღირსეას იცავდა და სუპერლიგაში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე მან პოლონური „კორონას“, ყაზახური „აკტობეს“ რიგებში უთამაშია.

სხვადასხვა დროს ასევე სამშობლოში „რადნიჩკის“, „მლადოსტის“, „ვოზოვაცის“ და ბელგრადის „პარტიზანის“ წევრი იყო. „პარტიზანის“ რიგებში მან 2016-2018 წლებში 21-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132147