ფეხბურთი

18:32 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონას გარდაცვალებაში მის პირად ექიმს ადანაშაულებენ

ესპანურმა გამოცემა Marca-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია დიეგო მარადონას გარდაცვალების გარემოებების გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ, რომლის ანალიზის თანახმად, შეიძლება საუბარი ფეხბურთელის პირადი ექიმის, ლეოპოლდო ლუკეს მიერ კანონის უხეშ დარღვევაზე.

წყაროს თანახმად, მარადონას ექიმმა ფეხბურთელის ყალბი ხელმოწერა შეადგინა მთავარ დოკუმენტებზე, რომლებიც თან ახლავს მკურნალობის კურსს, რომელსაც დიეგო გულის შეტევის გამო გადიოდა.

არგენტინის სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ამ საკითხის შესახებ და დაადინა, რომ ლუკემ განზრახ გააყალბა მარადონას ხელმოწერა, რათა წვდომა მიეღო მისი პაციენტის ჯანმრთელობის ჩანაწერებზე.

„დიეგო მარადონას პირადი სამედიცინო ისტორიიდან სამი გვერდი აღმოჩნდა მისი ექიმის პირად ნივთებში, რაც სამედიცინო საიდუმლოების აშკარა დარღვევაა“, - აღწერილია ექსპერტის დასკვნაში.

ამჟამად გამოძიება გრძელდება, ლეოპოლდო ლუკეს კი უკვე ბრალი დასდეს შესაძლო განზრახ მკვლელობაში. შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 2020 წლის 26 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113894