ფეხბურთი

19:27 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესი ფეხბურთელთა ასოციაციამ დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა

იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციამ დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად "მილანის" მცველი ტეო ერნანდესი დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ერნანდესმა გასულ თვეში იტალიის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა. ფრანგმა მცველმა "პარმასთან" ფრედ დასრულებულ (2:2) შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ხოლო "ლაციოსთან" მოგებულ მატჩში (3:2) ერთი გოლი გაიტანა. "სასუოლოსთან" შეხვედრაში (2:1) კი ტეომ საგოლე გადაცემა შეასრულა. სერია A-მ გასული თვის საუკეთესო მოთამაშედ ასევე "მილანის" ფეხბურთელი ჰაკან ჩალჰანოღლუ დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111997