ფეხბურთი

16:57 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ბელგრადის "პარტიზანთან" (+VIDEO)

ყაზანის „რუბინი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის თურქეთში ემზადება და პირველი სპარინგ მატჩი გამართა. რუსული გუნდი ბელგრადის „პარტიზანს" დაუპირისპირდა და ადვილად, 5:2 დაამარცხა.

39-ე წუთზე სერბების კარში მესამე გოლი (3:0) ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა მეტოქის კარი დიაგონალური, ტექნიკური დარტყმით აიღო. ქართველი შემტევი მინდორზე 56-ე წუთამდე იმყოფებოდა.

"რუბინი" თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ შეხვედრად 24 იანვარს, რუსული "სოჭის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100492