ფეხბურთი

10:58 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "მწვრთნელის რანგში გამარჯვება უფრო ლამაზია"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო (სამწვრთნელო კარიერაში). 41 წლის სპეციალისტმა იტალიის სუპერთასზე „ნაპოლისთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყოველდღე მუშაობს, რათა განვითარდეს.

პირლოს თქმით, მისთვის კრიტიკა მისაღებია, ამას ელოდა და შეჩვეულია. როგორც ანდრეამ აღნიშნა, მწვრთნელის სტატუსით გამარჯვება უფრო ლამაზია, ვიდრე ფეხბურთელის რანგში.

„ეს დიდი სიხარულია. მწვრთნელის რანგში პირველი ტიტულის მოგება რაღაც განსხვავებულია, კიდევ უფრო სასიხარული, ვიდრე როგორც მოთამაშის, რადგან მნიშვნელოვან გუნდს და ისტორიულ კლუბს ვხელმძღვანელობ. მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება, განსაკუთრებით „ინტერთან“ წაგების შემდეგ, რადგან ჩვენი სიამაყე უნდა გვეჩვენებინა. გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ, რაც „სან სიროზე“ ვნახეთ, ის გუნდი არ ვართ. როდესაც მოედანზე ასეთი დამოკიდებულებით გადიხარ, გამარჯვება უფრო ადვილია. გატუზო? მის გამო ვწუხვარ მაგრამ სახლში თასი მე მიმაქვს.

ვცდილობთ თამაშის ეს იდეა გავაგრძელოთ, მაგრამ კვირიდან კვირამდე ფეხბურთელები ტრავმების ან პანდემიის გამო გვაკლდებიან. ჩვენ არ ვიმსახურებდით იმ კრიტიკას, რომელიც მივიღეთ.

მე ხანგრძლივი კარიერა მქონდა, იყო სტაბილურობა და არასტაბილურობა, ამიტომ, კრიტიკას მიჩვეული ვარ. როდესაც მწვრთნელობას ნულიდან იწყებ, თან „იუვეს“ მსგავს გუნდში, ეს ნორმალურია. ყოველდღე ვმუშაობ და უკან ძლიერი გუნდი და სოლიდური კლუბი მიდგას. ვმუშაობ ჩემი იდეებით, რომელიც თავში მაქვს. შედეგები ისაუბრებენ ჩემზე და გუნდის შესახებ. ახალგაზრდა მაესტრო ვარ? რამდენმე წელში შეგვეძლება, რომ ვთქვათ“, - განაცხადა პირლომ.

შეგახენებთ, "იუვენტუსმა" იტალიის სუპერთასზე "ნაპოლი" კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას გოლებით 2:0 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეცხრედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153333