სხვა

11:52 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაკგრეგორს პაკიაოსთან შეხვედრა სურს

UFC-ს ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი ამბობს, რომ „ძვირფასეულობით სავსე სკივრებისთვის“, მანი პაკიაოსთან დასაპირისპირებლად მზადაა. ირლანდიელი 2017 წელს ფლოიდ მეივეზერს რინგზე შეხვდა. მათი ბრძოლა კი კრივის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი იყო.

მაკგრეგორი ამ შაბათს აბუ დაბიში UFC-ს ოქტაგონზე დასტინ პუარიეს დაუპირისპირდება. თუმცა იმავდროულად, დიდი ფულის ხათრით, სპორტის კიდევ ერთხელ გამოცვლაზე უჭირავს თვალი. კითხვაზე, აპირებს თუ არა ფილიპინელ ვარსკვლავთან, ის პასუხობს: „ჩემი ვარიანტები ჯერ ღიად უნდა მქონდეს. მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ისინი დახურულ კარს მიღმა იმართება. ვნახოთ, რა მოხდება. ჩემი UFC-ს კარიერის გაგრძელება მსურს. გარკვეულ დროს 155-გირვანქიან დივიზიონში დავრჩები. და როგორც ადრე, მსუბუქ წონაში, ყველა მეტოქეს დავჟეჟავ, იცოდნენ, ვინ ვინ არის. მანისთვისაც და იმ პატარა სკივრებისთვისაც მზად ვარ. ვნახოთ, რა მოხდება“.

ორ წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 32 წლის მაკგრეგორმა, ბოლო ბრძოლა შარშან იანვარში გამართა და დონალდ ჩერონეს 40 წამში მოუგო. მაგრამ ივნისში UFC-დან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ეს იმით ახსნა, რომ „თამაში მობეზრდა“. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მალე შეცვალა და პუარიეს ბრძოლაზე შეუთანხმდა.

მაკგრეგორს პუარიე 2014 წელს ტექნიკური ნოკაუტით ჰყავს დამარცხებული და ირწმუნება, რომ კვლავ „დამაჯერებელი გამოსვლისთვის“ ემზადება. „მე მას გავხეთქავ, ამაში ორი აზრი არაა. ის იწვნევს. ასეთი თავდაჯერებული ადრე არასდროს ვყოფილვარ“, - ამბობს ირლანდიელი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163311