ფეხბურთი

22:05 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ფლორენცის გამოსყიდვას გეგმავს

იტალიის ეროვნული ნაკრების და "რომას" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ალესანდრო ფლორენცი შესაძლოა "პარი სენ ჟერმენის" სრულფასოვანი წევრი გახდეს. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ტვიტერის გვერდზე წერს, პსჟ ფეხბურთელის გამოსყიდვას შეეცდება.

ფრანგული გრანდი გეგმავს გამოსყიდვის უფლება გამოიყენოს და მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე რომაელებს 9 მილიონ ევროს გადაუხდის. მარჯვენა გარემარბი პარიზულ კლუბში იჯარის წესით ირჯება და თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, იტალიელი პსჟ-თან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ფლორენცი პარიზელებს გასული წლის სექტემბერში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ალესანდრომ ფრანგული გუნდის მაისურით 20 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113795