ფეხბურთი

18:09 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ 2020 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა

უეფამ საკუთარ ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად 2020 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ეს გუნდი სანახევროდ მიუნხენის „ბაიერნია“, რადგან მასში 5 მიუნხენელი მოხვდა. უფრო სწორად ახლა უკვე 4, მაგრამ ტიაგო ალკანტარას ადგილი სიმბოლურში „ბაიერნში“ ჩატარებული მატჩების გამო მოიძებნა.

„ბაიერნის“ დომინაცია გასაკვირი არ არის, რადგან გასულ წელს „რეკორდმაისტერმა“ ჩემპიონთა ლიგა ტრიუმფალურად და დაუმარცხებლად მოიგო.

უეფას 2020 წლის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია)

მცველები: იოზუა კიმიხი (ბაიერნი, გერმანია), სერხიო რამოსი (რეალი,ესპანეთი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ინგლისი), ალფონსო დევისი (ბაიერნი, კანადა)

ნახევამცველები: ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი/ლივერპული, ესპანეთი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, პორტუგალია), ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია)

0.11288