თამაშგარე

13:26 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიკა ფრუშოს ხვაშიადი

ფეხბურთის ნაღდი ქომაგისთვის არცთუ რთულად გასაგებია იტალიური “ნაპოლის“ცნობილი და თავგადაკლული ფანის, მოდელ მარიკა ფრუშოს ფიქრისა და ხვაშიადის გაგება. მარიკა ის ქალია, რომელიც გულში არასოდეს იტოვებს სათქმელს და ეს სათქმელი განსაკუთრებით მაშინ უგროვდება, როდესაც მისი საყვარელი კლუბი წარმატების გზაზეა შემდგარი.

როგორც იცით, ჯენარო გატუზოს საწმყსო ბოლო დროს კარგად ირჯება და თამაშის ხარისხიც მკვეთრად გამოასწორა. ეს ამბავი სხვა ტიფოზების დარად, მარიკასაც ძალიან ახარებს, რომელიც იქადნება, რომ წელს ნეაპოლიტანელებისგან ყველანი დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ და ამ ქალს მომავალი წარმატებების სჯერა.

“ძუძუმთა“ მარიკა ფრუშოს “ნაპოლისთვის“ რა არ გაუკეთებია დაწყებული მკერდის საჯაროდ მოშიშვლებით და კიდევ უფრო “უარესის“ დაპირებით, დასრულებული, თუკი “ნაპოლი“ იტალიაში იპირველებდა. სამწუხაროდ, სამხრეთულ გუნდს დიდ გამარჯვებებამდე ყოველთვის სულ ცოტა აკლდებოდა და მარიკაც დღენიადაგ გულ-მკერდ დარდიანი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125903