ფეხბურთი

1:05 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჰუნტელაარი "შალკეში" დაბრუნდა

კლაას-იან ჰუნტელაარმა ამსტერდამის „აიაქსი“ დატოვა და „შალკეში“ დაბრუნდა. გერმანულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიდერლანდელ ფორვარდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

„შალკეს“ საშინელი სეზონი აქვს და ჰუნტელაარი იმედოვნებს, რომ გუნდის დახმარებას შეძლებს. „თამაშების მოგება და გოლების გატანა გჭირდება. „შალკე“ ბუნდესლიგის ნაწილია, ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა ადგილის შენარჩუნება“, - თქვა მან.

ჰუნტელაარი „შალკეს“ ღირსებას 2010-2017 წლებში იცავდა და 240 მატჩში 126 გოლი გაიტანა. მას კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპი სწორედ „ხუმარების“ რიგებში აქვს გატარებული.

ჰუნტელაარმა სახელი „ჰერენვეენში“ გაითქვა, საიდანაც „აიაქსში“ გადავიდა. შემდეგ იყო წარუმატებელი პერიოდი მადრიდის „რეალსა“ და „მილანში“, ხოლო 2017 წელს „აიაქსში“ დაბრუნდა. 37 წლის ფორვარდს ნიდერლანდების ნაკრებში 76 მატჩში 42 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11599