ფეხბურთი

23:11 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას ლამაზი გოლი "ტრაბზონსპორთან" (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა. „ქონიასპორი“ მეოცე ტურში „ტრაბზონსპორს“ ესტუმრა და 1:3 წააგო. პრესტიჟის გოლი ჩვენებურის აქტივშია.

ლევანი თამაშში მხოლოდ 86-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 0:3 მარცხდებოდა, 88-ე წუთზე კი საჯარიმოში რამდენიმე მცველის გარემოცვაში დიდებულად ითამაშა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა - კარგი გოლი გამოვიდა.

მიმდინარე სეზონში შენგელიასთვის მესამე გოლი გამოდგა (17 თამაშში), მანამდე დუბლი სტამბოლის „ბეშიქთაშთან“ ჰქონდა შესრულებული. სხვათა შორის, ამასთან, 2 საგოლე პასიც აქვს და ისიც თურქული ფეხბურთის გრანდებთან - „ფენერბახჩესთან“ და „გალათასარაისთან“.

რაც შეეხება „ქონიასპორს“, 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება და უფრო ადგილის შენარჩუნებაზე ზრუნვა უწევს, ვიდრე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

0.114045