ფეხბურთი

14:23 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი მანჯუკიჩის შესახებ

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდში ვეტერანი ახალწვეულის, მარიო მანჯუკიჩის იმედი აქვთ.

„,მანჯუკიჩის ხასიათი კარგად ვიცით, ველაპარაკეთ მას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ფეხბურთში საკმარისი არ არის უბრალოდ კარგი ბიჭი იყო. ვცდილობთ, ისეთი მოთამაშეები დავიმატოთ, რომლებიც სხვებისგან განსხვავდებიან. მარტო მარიოს არ ვგულისხმობ.“ - ციტირებს მალდინის სიტყვებს Football Italia.

იტალური მედია კი იუწყება, რომ 18 იანვარს მანჯუკიჩმა „მილანში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და უახლოეს ხანში კლუბი ოფიციალურად გამოაცხადებს ხორვატი შემტევის დამატების შესახებ. შეგახსებებთ, რომ ის თავისუფალი აგენტია, ამიტომ მილანელებს მისი გადაბირება არაფერი დაჯდომიათ.

მანჯუკიჩი კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10787