ფეხბურთი

13:51 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

37 წლის ჰუნტელარი „შალკეში“ ბრუნდება

გერმანული ბუნდესლიგის აუტსაიდერი, „შალკე,“ ამსტერდამის „აიაქსს“ 37 წლის თავდამსხმელის, კლას-იან ჰუნტელარის ტრანსფერის შესახებ მოელაპარაკა - გვამცნობს De Telegraaf.

წყაროს მტკიცებით, ამსტერდამელებმა ჰუნტელარს ნება დართეს გელზენკირხენში სამედიცინო შემოწმება გაევლო. დასაზუსტებელი მხოლოდ წვრილმანები დარჩა.

ჰუნტელარი პსვ-ს აღზრდილია. 2010-17 წლებში კი „შალკეს“ რიგებში ირჯებოდა. 175 მატჩი ჩაატარა და 82 გოლი გაიტანა. 2017 წლიდან კი „აიაქსში“ თამაშობდა.

შარშან ის კარიერის დასრულებას აპირებდა, მაგრამ ჯერჯერობით გადაიფიქრა.

0.117966