სხვა

11:18 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი, პორტუგალია და შვედეთი მეორე ეტაპს 4 ქულით დაიწყებენ  

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგვიპტეში, დღეს პირველი რაუნდი სრულდება. ჩემპიონობისთვის ბრძოლას 24 გუნდი გააგრძელებს.

გუშინდელი 8 მატჩიდან E ჯგუფში საფრანგეთმა მძიმე მატჩი მოუგო შვეიცარიას, 25-24 და მეორე ეტაპზე 4 ქულით, ანუ შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან მოგებებით გავიდა. ნორვეგიამ 38-29 აჯობა ავსტრიას და ბოლო ადგილზე დატოვა. მეორე რაუნდში ეს სამეული F ჯგუფის საუკეთესო გუნდებს, პორტუგალიას, ისლანდიასა და ალჟირს შეხვდება 2 მეოთხედფინალისტის გამოსავლენად.

პორტუგალიამ 26-19 სძლია ალჟირი და მთავარ რაუნდს 4 ქულით იწყებს, ხოლო ისლანდიამ 31-23 მოუგო მაროკოს.

G ჯგუფში მესამე საგზურისთვის მატჩში მაკედონიამ 32-29 აჯობა ჩილეს, ხოლო შვედეთმა 24-23 მოუგო მასპინძელ ეგვიპტეს და 4 ქულით გავიდა მეორე რაუნდში, სადაც რუსეთის ფედერაციის გუნდს, სლოვენიასა და ბელარუსს ეთამაშება.

H ჯგუფში რუსეთისა და კორეის მატჩი არაფერს წყვეტდა, სლოვენიამ კი 29-25 დაამარცხა ბელარუსი და ეს ორი ქულა თან გაიყოლა მეორე ეტაპის მე-4 ჯგუფში. 3 ქულა აქვთ რუსებს, 1- ბელარუსს.

გუშინვე შინ გაემგზავრა კაბო ვერდეს გუნდი, რომელსაც შემადგენლობაში 9 ხელბურთელი დარჩა. პირველი ეტაპის მატჩში ურუგვაისთან, ასევე პრეზიდენტის თასის ყველა მომდევნო შეხვედრაში აფრიკის დასავლეთი სანაპიროს ამ კუნძულოვანი ქვეყნის გუნდს 0-10 წაგება ჩაეთვლება.

დღეს დასრულდება წინასწარი ეტაპი A-D ჯგუფებში და სრულად დაკომპლექტდება მთავარი რაუნდი. დარჩენილია 5 თავისუფალი ადგილი: იაპონია ან ანგოლა, ბაჰრეინი ან კონგო; და B ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი: ესპანეთი/პოლონეთი/ბრაზილია/ტუნისი. ჯგუფებში მე-4 ადგილზე დარჩენილები პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებენ.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

წინასწარი რაუნდი, 18 იანვარი (მთავარ რაუნდში გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება 4 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 2-2 გავა მეოთხედფინალში)

E ჯგუფი. საფრანგეთი 6 ქულა, ნორვეგია 4, შვეიცარია 2 - ავსტრია 0

საფრანგეთი - შვეიცარია 25-24

მაე 7, მემი 4 - შმიდი 10, სიდოროვიჩი 5

ნორვეგია - ავსტრია 38-29

საგოსენი 9, ბლონცი 7, სევერასი (13 მოგერება) - ვებერი 6, ვაგნერი 6

14 იანვარი. ავსტრია - შვეიცარია 25-28, ნორვეგია - საფრანგეთი 24-28

16 იანვარი. ავსტრია - საფრანგეთი 28-35, შვეიცარია - ნორვეგია 25-31

F ჯგუფი. პორტუგალია 6, ისლანდია 4, ალჟირი 2 - მაროკო 0

პორტუგალია - ალჟირი 26-19

პორტელა 4 - ბერკუსი 7, აიუბი 5

ისლანდია - მაროკო 31-23

კრისტიანსონი 6, გუდმუნდსონი 6 - ზაროილი 5

14 იანვარი. ალჟირი - მაროკო 24-23, პორტუგალია - ისლანდია 25-23

16 იანვარი. მაროკო - პორტუგალია 20-33, ალჟირი - ისლანდია 24-39

--

მთავარი რაუნდი. 20, 22, 24 იანვარი

3 ჯგუფი. საფრანგეთი 4 ქულა, პორტუგალია 4, ისლანდია 2, ნორვეგია 2, შვეიცარია 0, ალჟირი 0

--

G ჯგუფი. შვედეთი 6, ეგვიპტე 4, მაკედონია 2 - ჩილე 0

ჩრდ. მაკედონია - ჩილე 32-29

ლაზაროვი 8, მიტრევსკი (11) - რ. სალინასი 7, ე. ფოიხტმანი 7, სებალოსი 7

შვედეთი - ეგვიპტე 24-23

პერსონი 8, ვანე 5 - სანადი 8, ომარი 6, ჰენდავი 10

13 იანვარი. ეგვიპტე - ჩილე 35-29, 14 იან. შვედეთი - ჩრდ. მაკედონია 32-20

16 იანვარი. ეგვიპტე - ჩრდ. მაკედონია 38-19, ჩილე - შვედეთი 26-41

H ჯგუფი. რხფ 5, სლოვენია 4, ბელარუსი 3 - კორეა 0

კორეა - რხფ 26-30

კიმ იუნი 8 – ანდრეევი 5, კორნევი 5, ტრეტინკო (17)

სლოვენია - ბელარუსი 29-25

იანცი 8, დოლენეცი 7 - კარალეკი 7, კულეში 4

14 იანვარი. ბელარუსი - რხფ 32-32, სლოვენია - კორეა 51-29

16 იანვარი. ბელარუსი - კორეა 32-24, რხფ - სლოვენია 31-25

--

მთავარი რაუნდი. 20, 22, 24 იანვარი

4 ჯგუფი. შვედეთი 4, რუსეთი 3, ეგვიპტე 2, სლოვენია 2, ბელარუსი 1, მაკედონია 0

--

A ჯგუფი. გერმანია 4 ქულა, უნგრეთი 4, ურუგვაი 2 - კაბო ვერდე 0

19 იანვარი. ურუგვაი - კაბო ვერდე 10-0, 23:30 გერმანია - უნგრეთი

15 იანვარი. გერმანია - ურუგვაი 43-14, უნგრეთი - კაბო ვერდე 34-27

17 იანვარი. კაბო ვერდე - გერმანია 0-10, უნგრეთი - ურუგვაი 44-18

B ჯგუფი. ესპანეთი 3, პოლონეთი 2, ბრაზილია 2, ტუნისი 1

19 იანვარი. 21:00 ესპანეთი - ტუნისი, 23:30 ბრაზილია - პოლონეთი

15 იანვარი. ესპანეთი - ბრაზილია 29-29, ტუნისი - პოლონეთი 28-30

17 იანვარი. ტუნისი - ბრაზილია 32-32, პოლონეთი - ესპანეთი 26-27

C ჯგუფი. ყატარი 4, ხორვატია 3, იაპონია 1, ანგოლა 0

19 იანვარი. 18:30 იაპონია - ანგოლა, 21:00 ხორვატია - ყატარი

15 იანვარი. ყატარი - ანგოლა 30-25, ხორვატია - იაპონია 29-29

17 იანვარი. ყატარი - იაპონია 31-29, ანგოლა - ხორვატია 20-28

D ჯგუფი. დანია 4, არგენტინა 4, ბაჰრეინი 0, დრ კონგო 0

19 იანვარი. 21:00 ბაჰრეინი - დრ კონგო, 23:30 დანია - არგენტინა

15 იანვარი. არგენტინა - დრ კონგო 28-22, დანია - ბაჰრეინი 34-20

17 იანვარი. არგენტინა - ბაჰრეინი 24-21, დრ კონგო - დანია 19-39

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128561