ფეხბურთი

14:41 | 18.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "იდეალურად ვითამაშეთ, სხვაგვარად "იუვენტუსს" ვერ დაამარცხებ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „ბებერი ქალბატონის“ დასამარცხებლად იდეალური თამაშია საჭირო და ამის გაკეთება მისმა გუნდმა მოახერხა.

„იმისთვის, რომ დაამარცხო ისეთი გუნდი, როგორიც „იუვენტუსია“, რომელიც ყველა იტალიური გუნდისთვის მისაბაძი და ამოსავალი წერტილია, საჭიროა იდეალური თამაში და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ბიჭები გეგმას მიჰყვებოდნენ და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს გამარჯვება თვითშეფასებას აგვიმაღლებს. ეს გამარჯვება იმის დასტურია, რომ სწორ გზაზე ვართ.

„იუვენტუსი“ იტალიაში 9 წელი დომინირებდა და ამის გამო კომპლიმენტებს იმსახურებენ. ისინი შესანიშნავად მუშაობდნენ, როგორც მოედანზე, ისე სტრუქტურულად, როგორც კლუბი. მე ახლაც ვფიქრობ, რომ „იუვე“ არა მხოლოდ „ინტერს“, არამედ ყველა იტალიურ გუნდს უსწრებს, მაგრამ ვცდილობთ ეს სხვაობა შევამციროთ.

ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში აქამდე „იუვენტუსის“ წინააღმდეგ არასდროს მქონდა მოგებული, დამსახურებულად ვმარცხდებოდი, მაგრამ ახლა გავიმარჯვე და ეს პრგორესია. შარშან ჩვენ „იუვემ“ ორივე თამაშში მოგვიგო, პირდაპირ კონკურენტს ორჯერ აჯობა და სკუდეტოსაც ამის ხარჯზე დაეუფლა, ახლა ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვება და შესანიშნავი დასაწყისია“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ სერია A-ს 40 ქულით „მილანთან“ ერთად ლიდერობს, მაგრამ „როსონერი“ მე-18 ტურის მატჩს დღეს სტუმრად „კალიარის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.125196