ჭიდაობა

20:37 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მელიას ოქროს მედალი საფრანგეთის გრან პრიზე

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი მელიამ (97 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

მელიამ გრან პრიზე ამერიკელი მილერი (8:0), პოლონელი კურნიცზაკი (9:0), ავსტრიელი გასტლი (2:1) და კვლავ ავსტრიელი რაგგინერი (4:1) დაამარცხა, რითაც ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო და გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ მუროდ ლოკიაევს 5:0 აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ნიცაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ სულხან ბუიძე (130 კგ) და გურამ ხეცურიანი (87 კგ), ხოლო ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) და ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში განიცადეს მარცხი. ამრიგად, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების მონაგარი 3 მედალია - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო.

აქვე შეგახსენებთ, გუშინ ნიცას გრან პრიზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123207