ფეხბურთი

16:05 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე "როტორს" შეუერთდა და გუნდთან ერთად ემზადება

ვოლგოგრადის „როტორი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის თურქეთის ქალაქ ბელეკში ემზადება და გუნდს გიორგი არაბიძეც შეუერთდა. 22 წლის ქართველი ახალ გუნდში უკვე ვარჯიშობს.

არაბიძე „როტორს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდა, რადგან პორტუგალიურ „ნასიონალში“ თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ეძლეოდა.

ვოლგოგრადელთა რიგებში არაბიძის გარდა სეზონის მეორე ნაწილისთვის სოლომონ კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი ემზადებიან. „როტორი“ რუსეთის პრემიერლიგაში 19 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-13 ადგილზეა და ლიგაში დასარჩენად იბრძვის. ვოლგოგრადელები მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე სპარინგს გამართავენ, ხოლო რუსეთის ჩემპიონატს 26 თებერვალს „ტამბოვთან“ საგარეო თამაშით განაახლებენ.

რაც შეეხება არაბიძეს, გიორგის კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, შემდეგ დონეცკის „შახტარში“, პორტუგალიურ „ნასიონალსა“ და თურქულ „ადანასპორში“ ითამაშა.

0.153276