ამ სეზონში იტალიელ მარტა ბასინოს გიგანტურ სლალომში ბადალი არ ჰყავს. ის უცილობლად იგებს ყველა რბოლას, რომელსაც ამთავრებს. ასე იყო სლოვენიის კრანისკა გორაშიც, სადაც ფრანგმა ტესა ვორლიმ, 2018 წლის შემდეგ, მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა. მაგრამ ბასინომ მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა.
მეორე ცდაზე, ტრასაზე ბოლო ბასინო გავიდა, ვინც უკვე იცოდა, რომ ფრანგი მეტოქის დასამარცხებლად, რომელმაც შესანიშნავი ცდა შეასრულა, მთელი თავისი უნარებისთვის უნდა ეხმო. ვორლიმ უკან მოიტოვა ისეთი ძლიერი მეტოქეები, როგორებიც არიან ამერიკელი მიკაელა შიფრინი, სლოვაკი პეტრა ვლჰოვა და იტალიელი ფედერიკა ბრინიონე. და თითქოს, ფრანგის დღეც დადგა, მაგრამ...
ბასინომ სხვაგვარად გადაწყვიტა. მანაც უნკლო მეორე ცდა შეასრულა და ამ გამარჯვებით, გიგანტური სლალომის კლასიფიკაციაში, უკან ჩამოიტოვა ბრინიონე. ამ ტექნიკურ დისციპლინში სულ ორი რბოლაღა არის დარჩენილი, რომელიც ერთი იქვე, კვირას ჩატარდბა, მეორეს კი თებერვალში, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, იტალიის კრონპლატცში გაიმართება.
ბასინომ ამ სეზონში მესამედ მოიგო გიგანტური სლალომი. ვორლი მეორე ადგილს დასჯერდა, მესამე შედეგი კი შვეიცარიელ მიშელ გისენს ჰქონდა, ვინც გიგანტური სლალომის მსოფლიო თასის რბოლა პირველად დაასრულა კვარცხლბეკზე.







