სხვა

3:10 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზანგოს მსოფლიო რეკორდი სამხტომში

ბურკინა ფასოელი ჰიუგეს ფაბრის ზანგო თავისი ქვეყნის პირველი მძლეოსანია, ვინც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ზანგომ ობიერში (საფრანგეთი) გამართულ ჭერქვეშა შეჯიბრზე, სამხტომში 18.07 მეტრი დააფიქსირა, რაც დახურულ არენებზე მსოფლიოს ახალი რეკორდია.

ზანგომ, ვინც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე (დოჰა, ყატარი) ბრინჯაოს მედალი აიღო, 15 სანტიმეტრით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც ფრანგ ტედი ტამგოს 2011 წელს აქვს დამყარებული.

27 წლის ზანგომ პირველი ნახტომის გაფუჭებით დაიწყო, მერე კი ჯერ 17.33 მეტრზე გადახტა, რასაც 17.61 და 17.70-მეტრიანი ნახტომები მოაყოლა. ბოლო ცდაზე კი 18 მეტრს გადასცდა და საკუთარი კარიერის საუკეთესო შედეგი 30 სანტიმეტრით გააუმჯობესა.

„ბრავო ჩემპიონო“, - ასე მიმართა რეკორდსმენს ბურკინა ფასოს პრეზიდენტმა როჩ მარკ კაბორემ. „ზაჰგომ ბურკინას დროშა მაღლა ასწია და ჩვენ სიამაყით აგვავსო. მე მას ვთხოვე, რომ ოლიმპიადისთვის კარგად მოემზადოს და კიდევ ერთი შესანიშნავი გამოსვლა გვაჩუქოს“, - საკუთარ ფეისბუკის გვერდზე განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, ღია არენების მსოფლიო რეკორდი, 18.29 მეტრი, ბრიტანელ ჯონათან ედვარდსს ეკუთვნის, რომელმაც ის გეტებორგში (შვედეთი), 1995 წელს დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094088