ფეხბურთი

23:59 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძე ახლა ღიმილით ვარჯიშობს და პერსპექტივაც არსებობს"

გიორგი ჩაკვეტაძე ღიმილით ვარჯიშობს და პერსპექტივა არსებობს. ეს სიტყვები „გენტის“ მთავარ მწვრთნელ ჰეინ ვანჰაეზბრუკს ეკუთვნის. ბელგიელმა სპეციალისტმა „ანტვერპენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე 21 წლის ქართველი შემტევის სიტუაციაზეც ისაუბრა.

„ჩაკვეტაძესთან საქმე ცოტა უკეთ მიდის. მასთან ერთ-ერთი ბოლო ჩარევა დადებითი გამოვიდა. ახლა ის ოდნავ მეტად ვარჯიშობს ღიმილით. რის გამოც შეშფოთებულები ვიყავით, ის ყოველდღიურად უმჯობესდება. მოთმინება მოგვიწევს, მაგრამ მდგომარეობა დადებითად გამოიყურება. ხანძგრძლივი პერიოდის შემდეგ, რომელიც მისთვის რთული იყო, პერსპექტივები არსებობს“, - განაცხადა ვანჰაეზბრუკმა.

შეგახსენებთ, გიორგი ცაკვეტაძემ ტრავმა სექტემბერში ვენის „რაპიდთან“ მატჩში მიიღო. თავდაპირველად დაზიანება ასეთი მძიმე არ ჩანდა, მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდა კიდეც და ბელგიის ჩემპიონატში ერთი მატჩი შეცვლაზე ითამაშა, მაგრამ დაბრუნება ნაჩქარევი გამოდგა და ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა. მოგვიანებით ქართველმა ნახევარმცველმა დეკემბერში სპარინგმატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლიც გაიტანა, თუმცა ისევ ლაზარეთში მოუწია დაბრუნება.

0.112317