ფეხბურთი

21:50 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დინამო თბილისმა" სერბი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

სერბმა „დინამოსთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მარუშიჩი გასულ სეზონში ბელარუსის „ნემანში“ თამაშობდა და 27 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

მანამდე მას არაერთგან უთამაშია. მათ შორის ბოსნიურ გუნდებში - სარაევო „სლავია“, „კრუპაში“. სამშობლოში „სლოგას“, „ვოჟდოვაცის“, „ბორჩას“ და „უჟიჩეს“ შემადგენლობაში იყო, ხოლო 2019 წელს ბელარუსული „დნიაპროს“ შემადგენლობაში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121121