ფეხბურთი

21:11 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერ სჰიურსმა "აიაქსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მცველმა პერ სჰიურსმა ამსტერდამის "აიაქსთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სჰიურსმა "ფორტუნა სიტარდის" აკადემიის აღზრდილია და "აიაქსმა" 2018 წლის იანვარში დაიმატა. გასულ სეზონში პერმა ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, ხოლო მიმდინარე სათამაშო წელს სასტარტო გუნდის წევრი გახდა და 22 შეხვედრაში მიირო მონაწილეობა. სჰიურსი გასულ წელს ნიდერლანდების ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა ჯერჯერობით სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

0.113246