ფეხბურთი

14:46 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰუნტელაარის რეკორდი ერედივიზიონში: დუბლი 89-ე წუთზე შეცვლაზე შესვლიდან

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-16 ტურში „აიაქსმა“ ენსხედეს „ტვენტე“ დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა და მატჩის გმირი კლაას-იან ჰუნტელაარი გახლდათ.

37 წლის ფორვარდი მინდორზე 89-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და მიუხედავად მწირი დროისა, ორი გოლი გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერედივიზიონში 89-ე წუთის შემდეგ დუბლი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში ჰუნტელაარმა „აიაქსის“ ღირსება 16-ჯერ დაიცვა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114197