ფეხბურთი

20:50 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მათე ცინცაძემ "დინამო ბათუმი" დატოვა

„დინამო ბათუმი“ მათე ცინცაძემ დატოვა. აჭარული კლუბი მადლობას უხდის 26 წლის ნახევარმცველს გაწეული სამსახურისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

ცინცაძე „დინამო ბათუმის“ ღირსებას გასულ სეზონში იცავდა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

კარიერის განმავლობაში ცინცაძეს „ლოკომოტივის“, „ტორპედოს“, „დინამო თბილისის“, „პოგონის“, „რუსთავისა“ და ლატვიური „იელგავას“ რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116602