ძიუდო

19:28 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანის ოქროს მედალი დოჰას მასტერსზე

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე საქართველოს დელეგაციისთვის ასპარეზობა ოქროს მედლით დასრულდა. ჩემპიონობა ვარლამ ლიპარტელიანმა მოახერხა.

100 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო საწყისი შეხვედრა რუს ნიაზ ბილალოვთან მოიგო, შემდეგ უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალტჩიკი დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს ქულა შეხვედრის დასაწყისშივე მოპოვებული ვაზარით დაწინაურდა, მერე უპირატესობა აღარ გაუშვია და საქართველოს დოჰას მასტერსზე მეხუთე მედალი და მეორე ოქრო მოუტანა.

90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხდა და შემდეგ სერბ ნემანია მაიდოვსაც აჯობა. ლაშა რუს მიხალ იგოლნიკოვთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც საწყისი შეხვედრა მონღოლ ალტანბაგანა განტულიგას მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის თურქ მიჰაელ ზგანკს გაეჯიბრა, რომელსაც აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ამავე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა, ჯერ შვედი მარკუს ნიმანი დაამარცხა, რასაც იაპონელ შოიჩირო მუკაის, გერმანელ ედუარდ ტრიპელსა და თურქ მიჰაილ ზგანკს აჯობა, ხოლო ფინალში ბექა ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდს დაუპირისპირდა, რომელთანაც ბრძოლაში წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში 3 ქართველი ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი გამოდიოდნენ, რომელებმაც პირველი შეხვედრები მოიგეს, თუმცა მეორე დაპირისპირებაში სამივე მათგანმა მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ ზაალიშვილმა კუბელი ენდი გრანდა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეორე წრეში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს ტედი რინერს შეხვდა, რომელსაც ვერ გაუმკლავდა. თუშიშვილი კორეელ მეტოქესთან, ლევან მატიაშვილი კი რუს ტასოევთან დამარცხდა.

ამრიგად, საქართველოს დელეგაციამ დოჰას მასტერსზე 5 მედალი მოიპოვა. პირველ საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედალს ვაჯა მარგველაშვილი (66 კგ) დაეუფლა, მეორე დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქრო დაისაკუთრა, ხოლო დღეს როგორც გითხარით 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ვერცხლი, ლაშა ბექაურმა ბრინჯაო და ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109396