ძიუდო

10:25 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი: "წლის კარგი დასაწყისია"

დოჰას მასტერსზე ოქროს მედლის მოგების შემდეგ ტატო გრიგალაშვილმა ისაუბრა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო და წელი კარგად დაიწყო.

„პირველ რიგში მინდა ქართველ გულშემატკივარს ახალი წელი მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება ამ მასტერსს, ვემზადებოდი და წარმატებულად ვიასპარეზე, წლის კარგი დასაწყისია. მადლობა გულშემატკივრებს, სამწვრთნელო შტაბს და ექიმებს.

მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება. რამდენიმე დღის წინ მე და ლუხუმ ჩხვიმიანი ამომავალ ვარსკვლავად და წლის საუკეთესო ძიუდოისტად დავსახელდით, აქედან გამომდინარე გულშემატკივრის მოლოდინი გავამართლე და მათ დიდი მადლობას ვუხდი“, - თქვა გრიგალაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. დღეს დოჰას მასტერსზე ბოლო საშეჯიბრო დღეა, ქართველი ძიუდოისტებიდან კი ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გავლენ.

0.114252