ავტოსპორტი

4:42 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დაკარს ტობი პრაისი გამოეთიშა, პეტერანსელმა ეტაპი პირველად მოიგო

დაკარს მისი ორგზის ჩემპიონი, ავსტრალიელი ტობი პრაისი გამოეთიშა. ის სტარტიდან 150 კილომეტრის შემდეგ დაეცა და ადგილობრივ ჰოსპიტალში გადასაყვანი გახდა. ბუნებრივია, რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო და ასპარეზბას გამოეთიშა. არადა, მეორე ადგილზე იყო და მესამე ტრიუმფის რეალური შანსი ჰქონდა.

პრაისის დასახმარებლად გაჩერდნენ ამერიკელი მოქმედი ჩემპიონი რიკი ბრაბეკი და ბრიტანელი სემ სანდერლენდი, რომლებმაც მეტოქის და მეგობრის საშველად, ბევრი დრო დაკარგეს. თუმცა რბოლის ორგანიზატორებმა ეს დრო ფინიშის შემდეგ ჩამოაწერეს. ბრაბეკმ ეტაპი მეცხრემ დაასრულა, თუმცა ჩამოწერილი 22 წუთის წყალობით, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. კორექციის შემდეგ, მეოთხე ადგილზე გავიდა სანდრლენდი. რბოლა კი არგენტინელმა კევინ ბენავიდესმა მოიგო.

მოტოციკლების კლასის ჩილელი ლიდერი, ხოსე იგნასიო კორნეხო ფლორიმოა, რომელმაც მისი მთავარი მეტოქისთვის საბედისწერო ეტაპი, მესამე ადგილზე დაასრულა. ის ახლა უკვე 11 წუთს და 24 წამს უგებს მეორეზე გადასულ ბენავიდესს. 14 წუთზე მეტი ჩამორჩენით, მესამეზე სანდერლენდია, ვინც 260-ე კილომეტრზე თავადაც დაეცა. სერიოზლ ტრავმას კი გადაურჩა, მაგრამ სანავიგავიო წიგნაკი დაუზიანდა და მეტოქეთა ნაკვალევის წყალობით შეძლო ფინიშამდე მისვლა. ბრაბეკი მეოთხე ადგილზეა.

ავტომობილების კლასში, მიმდინარე მარათონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა რბოლის ლიდერმა სტფან პეტერანსელმა. უშუალო მეტოქე ნასერ ალ-ატიას მან 12 წუთით აჯობა. ყატარელს, ვისაც ოთხი ეტაპი აქვს მოგებული, რბოლისას სამი ბორბალი დაეშვა და დროში ასეთი სხვაობაც ამის შედეგია. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ სათადარიგო ბორბალი თან არ ჰქონდა და ბედთან შერიგებამ მოუწია.

კარლოს საინსმა ეტაპი მე-12 ადგილზე დაასრულა და ლიდერს საათით და 2 წუთით ჩამორჩება. მეცხრე ეტაპზე მან 22 წუთზე მეტი დაკარგა, თუმცა საერთო ჩათვლაში კვლავაც მესამეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154559