ფეხბურთი

22:38 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ ხორვატულ გუნდს გოლი გაუტანა

ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და შეკრებაზე იმყოფება. უნგრულმა გუნდმა ამხანაგური მატჩი ხორვატული „ორიენტის“ წინააღმდეგ გამართა და 6:2 მოიგო.

ამ შეხვედრაში ანგარიში ზივზივაძემ გახსნა, რომელმაც თავი მე-20 წუთზე გამოიჩინა და თავისიანები დააწინაურა.

მიმდინარე სეზონში ბუდუს უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113072