ფეხბურთი

22:09 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას მეათე გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ნიქოზიაში, „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა 23-ე წუთზე თავისივე მოპოვებული პენალტი დაარტყა ზუსტად იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. ფამაგუსტელთა შორის საუკეთესო ნიკოს კალტასი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი შეუცვლელად ათამაშა, ქვილითაია მინდორზე 76-ე წუთამდე იყო, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ისევ ტრავმირებულია. აქვე გეტყვით, რომ გიორგი ქვილითაია 10 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობას ნიკოლა დიგუნთან („აპოლონი“) და ბერათ სადიქთან („დოქსა“) ერთად იყოფს.

„ანორთოსისს“ 19 ტურის თავზე 36 ქულა აქვს, მეოთხე ადგილზე და ლიდერ „აპოლონს“ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურში 16 იანვარს, ნეა სალამინას უმასპინძლებს.

0.140516