ფეხბურთი

18:37 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ედგარ დავიდსმა მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩში წითელი ბარათი მიიღო

ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელის ედგარ დავიდსის სამწვრთნელო კარიერა წითელი ბარათით დაიწყო. დავიდსი ცოტა ხნის წინ პორტუგალიის მესამე დივიზიონის გუნდ „ოლანენსეს“ ჩაუდგა სათავეში და მისი დებიუტი „ლუზიტანო ევორასთან“ მატჩში შედგა - 0:0.

თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო და ნიდერლანდელიც საქმეში ჩაერთო. გაშველების ნაცვლად, ედგარიც დასაწყნარებელი გახდა და მსაჯმა ის გააძევა.

დავიდსი ფეხბურთელობისას მშვიდი ხასიათით არასდროს გამოირჩეოდა და წითელი ბარათი მას ნამდვილად ვერ გააკვირვებენ, მაგრამ მწვრთნელის რანგში დებიუტის გაძევებით „აღნიშვნა“, მისთვისაც მოულოდნელი ამბავია.

0.115844