ფეხბურთი

17:30 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ანრი ჭიჭინაძე დაიმატა

გორის „დილამ“ 23 წლის ცენტრალური მცველი ანრი ჭიჭინაძე დაიმატა. ის ბოლოს თბილისის „საბურთალოში“ თამაშობდა და შიდა ქართლელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ანრი ჭიჭინაძე „საბურთალომდე“ ქუთაისის „ტორპედოში“ ირჯებოდა და სწორედ ამ გუნდის აღზრდილია. იმერლების რიგებში ანრიმ საქართველოს ჩემპიონატი და თასი მოიგო.

ანრი ჭიჭინაძე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო, ხოლო 21-წლამდე ნაკრების ღირსება 5-ჯერ დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110898