ფეხბურთი

0:51 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალფი დევინი "ტოტენჰემის" ისტორიაში შევიდა

ინგლისის ასოციაციის თასზე ლონდონის „ტოტენჰემმა“ სტუმრად „მარინი“ 5:0 გაანადგურა და 1/16-ფინალის საგზური მოიპოვა. ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ალფი დევინმა დააფიქსირა, რომელიც „მამლების“ ისტორიაში შევიდა.

მან გოლი 16 წლისა და 163 დღის ასაკში გაიტანა და „ტოტენჰემის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.

უშუალოდ ინგლისის ასოციაციის თასზე რეკორდი ჯორჯ უილიამსს ეკუთვნის, რომელმაც 2011 წელს 16 წლისა და 66 დღის ასაკში გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116825