ფეხბურთი

2:43 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკოს უოტფორდული მარცხი „ოლდ ტრაფორდზე“

თბილისის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი, „უოტფორდის“ თავკაცის რანგში მესამე მატჩს ატარებდა. თან სად და ვისთან - „მანჩესტერ იუნაიტედთან“ „ოლდ ტრაფორდზე"...

ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისური კარიერა მოგებით დაიწყო ჩემპიონშიფში. „ნორვიჩი“ შინ დაამარცხა (1:0), მერე კი „სუონსისთან“ სტუმრად წააგო (1:2).

ამჯერად მას დიდი გამოცდა ელოდა ინგლისის თასის მესამე რაუნდში (ჩვენებურად 1/32 ფინალი) მრისხანე „მანჩესტერ იუნაიტედთან.“

„უოტფორდს“ „ოლდ ტრაფორდზე“ 1978 წლის მერე აღარ მოეგო და წარმატების დიდი იმედი ალბათ არც ამჯერად ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა „სიტისთან“ წინა მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობაში ცხრა მოთამაშე შეცვალეს.

ყველაფერი სკოტ მაკტომინეის ადრეულმა გოლმა გადაწყვიტა. მატჩი მაინცდამაინც კარგი საცქერი არ გამოდგა და არც ბევრი სახიფათო მომენტი შექმნილა. ანგარიშიც აღარ შეცვლილა - 1:0.

სხვათა შორის, The Guardian წერს, რომ ჩისკო „უოტფორდის“ მე-13 მწვრთნელია, მას შემდეგ, რაც კლუბი პოცოს ოჯახმა იყიდა. ეს კი 2012 წელს მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1096