ფეხბურთი

0:20 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" "ლაიფციგი" არ გაალიდერა

გერმანიის ბუნდესლიგაში მე-15 ტურის შემდეგ ლიდერი ისევ მიუნხენის „ბაიერნია“, მიუხედავად იმისა, რომ „რეკორდმაისტერმა“ პარასკევს წააგო და არსებობდა შანსი პირველი პოზიცია დაეკარგა.

ამისთვის „ლაიფციგს“ შინ „დორტმუნდი“ უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ქულაც ვერ მოიპოვა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა „ყვითლებს“ წინააღმდეგობა მოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, შესვენების შემდეგ კი დიდ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. ანგარიში ჯეიდონ სანჩომ გახსნა, მერე დუბლი ერლინგ ჰოლანდმა შეასრულა და ყველა კითხვის ნიშანი გააქრო. „დორტმუნდმა“ ამ გამარჯვებით 28 ქულა დააგროვა და „ბაიერნთან“ ჩამორჩეა 5 ქულამდე შეამცირა, „ლაიფციგმა“ კი მისი გადასწრების შანსი ამჯერზე ხელიდან გაუშვა.

გელზენკირხენის „შალკეს“ საქმე მისალოცად აქვს. „ხუმარებმა“ ბუნდესლიგაში 2020 წლის 17 იანვრის შემდეგ პირველი თამაში მოიგეს, ეს საშინელი სერია 30 მატჩი გრძელდებოდა და როგორც იქნა, დასრულდა. „შალკემ“ „ჰოფენჰაიმს“ დიდი ანგარიშით 4:0 მოუგო და ცოტა ამოისუნთქა - ბოლო ადგილს თავი დააღწია.

„ლევერკუზენმა“ ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო, არადა იქამდე მშვენიერი რიტმი ჰქონდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. ზოგადად, „ფარმაცევტები“ სტაბილურობით არასდროს გამოირჩეოდნენ და როგორც ჩანს, ახლაც იგივე ხდება. „ბაიერმა“ შინ ბრემენის „ვერდერთან“ ქულას დასჯერდნენ, თუმცა მესამე ადგილზე მაინც არიან.

„ლევერკუზენი“ – „ვერდერი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ტოპრაკი (52), 1:1 შიკი (70)

„ფრაიბურგი“ – „კიოლნი“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 დემიროვიჩი (18), 2:0 ჰოფლერი (39), 3:0 სალაი (59), 4:0 ლინჰარტი (69), 5:0 ჰოლერი (79)

„მაინცი“ – „აინტრახტი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ანდრე სილვა (24, პენ), 0:2 ანდრე სილვა (72, პენ)

„შალკე“ – „ჰოფენჰაიმი“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჰოფი (42), 2:0 ჰოფი (57), 3:0 ჰოფი (63), 4:0 ჰარიტი (80)

„უნიონი“ – „ვოლფსბურგი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 სტეფენი (10), 1:1 ბეკერი (29), 2:1 ანდრიხი (52), 2:2 ვერგოსტი (65, პენ)

„ლაიფციგი“ – „დორტმუნდი“ 1:3 (0:0)

გოლები: 0:1 სანჩო (55), 0:2 ჰოლანდი (71), 0:3 ჰოლანდი (84), 1:3 სორლოთი (90)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10994