ფეხბურთი

23:53 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილის კვიპროსული დებიუტი

კვიპროსის პირველი დივიზიონის მორგი ტურში ლიმასოლის „აპოლონი“ სტუმრად „ეთნიკოსს“ დაუპირისპირდა და გამარჯვება ადვილად მოიპოვა - 4:1. ჩვენთვის, საინტერესო ისაა, რომ გიორგი პაპუნაშვილს დებიუტი ჰქონდა.

მოგეხსენებათ, ქართველმა შემტევმა ცოტა ხნის წინ „სარაგოსა“ დატოვა და „აპოლონთან“ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. გიორგი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ცხადია, ეს დრო სამომავლოდ ავანსია.

„აპოლონი“ ჩინებულ სეზონს ატარებს და სატურნირო ცხრილს 39 ქულით ლიდერობს. პაპუნაშვილი აქამდე „დინამო თბილისში“, ბრემენის „ვერდერის“ მეორე გუნდში, „რასინგსა“ და „სარაგოსაში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11263