ფეხბურთი

19:37 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ბრომვიჩმა" სნოდგრასი გაიფორმა

"ვესტ ჰემის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი რობერტ სნოდგრასი კარიერას "ვესტ ბრომვიჩში" გააგრძელებს. როგორც ინფორმაცია შოტლანდიელის ახალი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სნოდგრასმა "ვესტ ბრომვიჩთან" 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა უცნობია რამდენი მიიღეს ლონდონელებმა აღნიშნულ ტრანსფერში. რობერტი სემ ელერდაისისთვის გუნდში მოსვლის შემდეგ პირველი შენაძენია და ინგლისელს გუნდის გაძლიერება სურს.

სნოდგრასი "ლივინგსტონის" აკადემიის აღზრდილია. რობერტს "ლიდს იუნაიტედში", "ნორვიჩში", "ჰალსა" და "ასტონ ვილაში" უთამაშია. "ვესტ ჰემის" მაისურით სნოდგრასმა 85 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120116