თამაშგარე

12:37 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარაის ცოლი შეცდომას აღიარებს

ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის ეზიკილ გარაის ცოლი, მოდელი და ეპატაჟური ქცევის ოსტატი თამარა გორო გამოტყდა, რომ თავის დროზე მანაც და მისმა ბეყერა ქმარმაც დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც გაღაღანებული ევროპიდან საცხოვრებლად და შესაბამისად საბურთაოდ, რუსეთში გადაბარგდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეზიკილ გარაის სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში“ მთლად ურიგოდ არ უასპარეზია, რუსეთში გადაბარგების შემდეგ, ამ ფეხბურთელის მაზანდა მნიშვნელოვნად დაეცა და არც მისი კაპარჩხანა ცოლისადმი დასავლური ბულვარული მედიის ინტერესი გაზრდილა. პირიქით.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ თამარა გორო ესპანეთში დაბრუნების შემდეგ ჯერ მხარგაშლილ ქალაქ ვალენსიაში, შემდეგ კი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გადაბარგდა შვილებთან ერთად საცხოვრებლად. ეზიკილს ისღა დარჩენია, ცოლის სურვილებს კვლავინდებურად აჰყვეს და იქ იცხოვროს, სადაც ეს დიაცი გადაუწყვეტს. არ დაუჯერებს და მისი აჯობებს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152047