ფეხბურთი

0:29 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუას საგოლე პასი საბერძნეთის სუპერლიგაში (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგაში სალონიკის პაოკ-ის ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ საგოლე პასი შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა „ათრომიტოსთან“ საგარეო შეხვედრაში სულ რაღაც 12 წუთი ითამაშა, მაგრამ შედეგიანი გადაცემა მაინც ჩაიწერა აქტივში.

ნინუა მოედანზე 78-ე წუთზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 82-ე წუთზე კი კუთხური ჩააწოდა და ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ამრ ვარდამ თავით პაოკ-ი დაწინაურა. თუმცა, პაბლო გარსიას გუნდმა მაინც წააგო, რადგან დარჩენილ დროში 2 გოლი გაუშვა - 2:3.

ნიკა ნინუას მიმდინარე სეზონში პაოკ-ში 6 მატჩი აქვს ჩატარებული - ერთხელ გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე გადაცემა მიითვალა.

პაოკ-ს 14 თამაში აქვს ჩატარებული და 28 ქულა მოიპოვა, მესამე პოზიციაზეა და ლიდერ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ 10 ქულით ჩამორჩება.

0.113969