ჩოგბურთი

22:58 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ATP Cup: 12 ქვეყანა მელბურნში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის თასის მეორე ტურნირი გაიმართება. 1-5 თებერვალს მელბურნში მსოფლიოს 12 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ პრესტიჟული ტიტულისთვის და მათ შორის ლიდერები ესპანეთი და სერბეთი არიან.

მსოფლიოს ნომერ პირველი და მეორე ჩოგბურთელები ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი ავსტრალიაში კიდევ ერთხელ შეეცდებიან ფინალში გასვლას და გამარჯვების მოპოვებას. გასულ წელს, ATP Cup-ის პირველ ტურნირზე სერბეთმა ესპანეთი 2:1 დაამარცხა, მათ შორის ერთი მატჩი ნადალს და ჯოკოვიჩს შორის გაიმართა, რომელიც ბალკანელის გამარჯვებით დასრულდა.

2020 წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული დანილ მედვედევი, ამავე წლის აღმოჩენასთან და ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან, ანდრეი რუბლიოვთან ერთად რუსეთის ნაკრებს ულიდერებს. რეიტინგის მესამეადგილოსანი დომინიკ ტიმი კი ავსტრიას გაუძღვება და შეეცდება წარმატებას მიაღწიოს.

საბოლოო ჯამში ATP-ის რეიტინგის 15 ჩოგბურთელიდან მელბურნში 14 იასპარეზებს. ATP Cup-ზე თამაშის უფლებას თითოეული ქვეყნის ჩოგბურთელები რეიტინგის მიხედვით იღებენ და გასულ წელს, პირველ ATP Cup-ზე მონაწილეობა საქართველომაც მიიღო, რადგან ნიკოლოზ ბასილაშვილს წარმატებული 2019 წელი წარმატებული ჰქონდა. 2021 წლის ტურნირზე ავსტრალია, როგორც მასპინძელი, ველური ბარათის წყალობით ითამაშებს. ავსტრალიას ალექს დე მინორი ულიდერებს, რომელმაც გასუ წელს ტოპ 15-ის ორ ჩოგბურთელს მოუგო.

ATP Cup-ი წელს მელბურნ პარკში გაიმართება. ასევე, ავსტრალიის ღია პირველობამდე ასევე გაიმართება ორი 250 ქულიანი პირველობაც. ATP-ის თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 20 იანვარს გაიმართება. 12 გუნდი ოთხ სამგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდება და პირველადგილოსნები ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ.

აქვე გთავაზობს იმ ქვეყნების და ჩოგბურთელების სიას, რომლებიც ATP Cup-ზე მიიღებენ მონაწილეობას.

სერბეთი

ნოვაკ ჯოკოვიჩი

დუშან ლაიოვიჩი

ფილიპ კრაინოვიჩი

ნიკოლა სასიჩი

ესპანეთი

რაფაელ ნადალი

რობერტო ბაუტისტა აგუტი

მარსელ გრანოლერსი

პაბლო კარენო ბუსტა

ავსტრია

დომინიკ თიმი

დენის ნოვაკი

ფილიპ ოსვალდი

ტრისტან-სამუელ ვაიზბორნი

რუსეთი

დანილ მედვედევი

ანდრეი რუბლიოვი

ასლან კარაცევი

ევგენი დონსკი

საბერძნეთი

სტეფანოს ციციპასი

მიხაილ პერვოლარაკისი

მარკოს კალოველონისი

პეტროს ციციპასი

გერმანია

ალექსანდრ ზვერევი

იან-ლენარდ შტრუფი

კევინ კრავიცი

ანდრეას მიზი

არგენტინა

დიეგო შვარცმანი

გვიდო პელა

ჰორაციო სებალიოსი

მაქსიმო გონსალესი

იტალია

მატე ბერეტინი

ფაბიო ფონინი

სიმონე ბოლელი

ანდრეა ვავასორი

იაპონია

კეი ნიშიკორი

იოშიჰიტო ნიშიოკა

ბენ მაკლაჩლანი

ტოშიჰიდე მაცუი

საფრანგეთი

გაელ მოფისი

ბენუა პერი

ნიკოლას მაიუ

ედუარდ როჯერ-ვასელინი

კანადა

დენის შაპოვალოვი

მილოშ რაონიჩი

პიტერ პოლანსკი

სტივენ დიესი

ავსტრალია

ალექს დე მინორი

ჯონ მილმანი

ჯონ პირსი

ლიუკ სავილე

0.118945