ფეხბურთი

20:52 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ” კარლეს ალენია „ხეტაფეში” გაანათხოვრა

„ბარსელონას“ ნახევარმცველი კარლეს ალენია მიმდინარე სეზონის დასრულებამდე „ხეტაფეში“ იჯარის წესით იასპარეზებს. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ალენია მიმდინარე სეზონში რონალდ კუმანი არ ენდობა და მოედანზე ჯამში ხუთჯერ გავიდა. გასულ სეზონში კარლესს 24 შეხვედრაში მოუწია „ბარსას“ მაისურით თამაში და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116217