ფეხბურთი

0:47 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისს" ისევ გამოაკლდა

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ეთნიკოსთან“ მატჩისთვის ემზადება, თუმცა ისევ თორნიკე ოქრიშვილის გარეშე. 28 წლის შემტევის დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კვიპროსული გუნდის ვებგვერდი წერს, რომ „ოქრიმ“ ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო და უახლოეს დღეებში სპეციალური პროგორამით მოემზადება. ცხადია, სრულ გამოჯანმრთელებამდე ის თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

თორნიკემ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში თავი 4-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ნოემბრიდან მოყოლებული უქმობს.

„ანორთოსისი“ „ეთნიკოსს“ 6 იანვარს შეხვდება. თემურ ქეცბაიას გუნდი 30 ქულით მეოთხე ადგილზეა, ბოლო ხუთი მატჩიდან 3 წააგო და სატურნირო ვითარება გაიუარესა.

0.117432