ფეხბურთი

23:20 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას საგოლე პასი სტამბოლის "გალათასარაისთან" (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში ლევან შენგელიას „ქონიასპორმა“ სტამბოლის „გალათასარაის“ უმასპინძლა და თურქული ფეხბურთის გრანდი 4:3 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. „ქონია“ 3:2-ს იგებდა, როდესაც მსაჯის მეორე კომპენსირებულ წუთზე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, ლევანმა არტიომ კრავეცს იდეალური პასი გაუკეთა, მან კი შეტევა გოლით დაასრულა.

საბოლოოდ, „ქონიასპორმა“ თამაში 4:3 მოიგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. შენგელიას აქტივში მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე პასია. საინტერესო დამთხვევა - ლევანს შედეგიანი მოქმედებები თურქული ფეხბურთის გრანდებთან აქვს მითვლილი: „ბეშიქთაშთან“ დუბლი შეასრულა, ხოლო საგოლე პასები „ფენერბახჩესთან“ და ახლა უკვე „გალათსარაისთან“ ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე.

აქვე გეტყვით, რომ „ქონიასპორი“ 22 ქულით სატურნირიო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება.

0.152304