ფეხბურთი

23:57 | 4.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა

„დინამო თბილისი“ ხუთ ფეხბურთელს დაემშვიდობა. როგორც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ვებგვერდი იტყობინება, ახალი სეზონიდან გუნდის ღირსებას გიორგი კუხიანიძე, ნოდარ ქავთარაძე, გიორგი ზარია, ივან ტრუბოჩკინი და როდნი კლოუსტერი აღარ დაიცავენ.

ყველა მათგანს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და მათი გახანგრძლივება მხარეებმა არ ისურვეს.

გასულ სეზონში „დინამოს“ ჩემპიონობაში ყველაზე დიდი წვლილი ქავთარაძემ შეიტანა, რომელმაც 14 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. კუხიანიძის ანგარიშზე 10 მატჩში 1 გოლი იყო, ხოლო ზარიამ 6 მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა. კლოუსტერსა (3 მატჩი) და ტრუბოჩკინს (5 მამტჩი) კი გოლი არ გაუტანიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116074