ფეხბურთი

11:36 | 4.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: "მთავარი შედეგია"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „უესკასთან“ (1:0) რთული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, მთავარი შედეგია.

„რა თქმა უნდა, გვინდა უფრო დიდი უპირატესობით მოვიგოთ, მაგრამ მთავარი შედეგია. თამაშმა კარგად ჩაიარა, გვქონდა საგოლე მომენტები, რაც გუნდს ბოლოს დამშვიდების საფუძველს მისცემდა. ბოლოს, „უესკამ“ გარისკა და ჩვენ თავის დაცვა მოგვიწივა. თუმცა, ჩვენთვის კარგად დაცვა რთულია, რადგან ყოველთვის ბურთის კონტროლი გვსურს“, - განაცხადა კუმანმა.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონას“ ლა ლიგაში ერთი თვეა არ წაუგია (4 მოგება, 2 ფრე) და 28 ქულით მეხუთე ადგილზე აინაცვლა. კატალონური გრანდი მომდევნო მატჩს ბილბაოს „ატლეტიკთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108277