ფეხბურთი

21:26 | 2.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ 2021 წელი საგოლე პასით დაიწყო (+VIDEO)

„ანკარაგიუჯუს“ ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ 2021 წელი საგოლე პასით დაიწყო. თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში ქართველი ნახევარმცველის გუნდმა „მალატიასპორი“ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ლობჟანიძე 88-ე წუთზე თანაგუნდელს მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული პასით დაეხმარა გატანაში და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

საბას მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი, ხოლო „ანკარაგიუჯუ“ კარგ ფორმაშია, ბოლო ტურებში ქულებს სისტემატუად აგროვებს, ბოლო პოზიციას თავის დააღწია და 15 ქულით მე-17 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11487