ფეხბურთი

21:09 | 30.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოლი 4 წუთში და პირველივე შეხებით: ბალოტელის დებიუტი სერია B-ში

მარიო ბალოტელიმ რამდენიმეთვიანი უქმობის შემდეგ კლუბი იპოვა და ცოტა ხნის წინ „მონცაში“ ჩაირიცხა, რომლის რიგებში დღეს დებიუტი ჰქონდა.

„სუპერმარიომ“ სერია B-ში სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და ამისთვის 4 წუთი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა „სალერნიტანას“ კარი პირველივე შეხებით აიღო. ბალოტელიმ 64 წუთი ითამაშა და ბოლო 10 თვეში ეს იყო მისი პირველი თამაში, რომელიც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

ცნობისთვის, „მონცას“ მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, აღმასრულებელი დირექტორი კი ადრიანო გალიანი. ამ გუნდის ღირსებას ბალოტელის გარდა, კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი იცავს - კევინ-პრინს ბოატენგი.

„მონცამ“ გათამაშების „სალერნიტანას“ 3:0 აჯობა და სერია B-ში 29 ქულით მესამე ადგილზეა, სალერნოელებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, ამ გუნდებს შორის კი, მეორე პოზიციაზე „ემპოლი“ იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123271